იური ვაზაგაშვილის საქმე

აშშ-ის საელჩო ვაზაგაშვილზე: ვუერთდებით მოწოდებას საქმის საფუძვლიან გამოძიებაზე

georgia.usembassy.gov

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი უერთდება საქართველოს პრემიერმინისტრის მოწოდებას იური ვაზაგაშვილის საქმის დაუყოვნებელი და საფუძვლიანი გამოძიების შესახებ. ამის შესახებ მედიის კითხვის პასუხად აშშ-ის საელჩოში განაცხადეს.

"ბევრი ქართველის მსგავსად, ელჩი ნორლანდი და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებიც შეძრწუნებულნი არიან იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებით. ბოლო წლებში ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ბატონ ვაზაგაშვილს. მან საელჩოს შვილის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული წუხილი გაუზიარა. ვუსამძიმრებთ ოჯახს და ვუერთდებით პრემიერმინისტრის მოწოდებას დაუყოვნებელი და საფუძვლიანი გამოძიების შესახებ", - აღნიშნავენ საელჩოში.

კომენტარები