ობამას ყოველწლიური მიმართვა

ობამა: ამერიკა ძლიერია თავის მოკავშირეებთან ერთად, რუსეთი კი იზოლირებული

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის ყოველწლიურ მიმართვაში რუსეთისთვის დაკისრებულ სანქციებზე გაამახვილა ყურადღება. ობამას განმარტებით, სანქციების დაწესებისთვის ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს. მისივე თქმით, ამერიკა და მისი პარტნიორები ძლიერები არიან, რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი განადგურებული.

"დღეს ამერიკა ძლიერია თავის მოკავშირეებთან ერთად, როდესაც რუსეთი იზოლირებულია, მისი ეკონომიკა კი ნადგურდება. ამერიკა ასე მართავს, არა აგრესიულად, არამედ მტკიცედ და უდრეკად",-თქვა ობამამ.

თავის გამოსვლაში ობამამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეზეც ისაუბრა და კონგრესს ISIS-ის წინააღმდეგ ძალის გამოყენების რეზოლუციის დამტკიცებისკენ მოუწოდა.

კომენტარები