თეორემა

მასწავლებელთა დასჯის შესაძლებლობები იზრდება

საჯარო სკოლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის პროცესი წარმატებით გრძელდება. მინისტრი შაშკინისგან საჯარო სკოლების ცენტრიდან კონტროლის გაძლიერების ესტაფეტა მინისტრმა სანიკიძემ გადაიბარა და გასული წლის მიწურულს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამინისტრო მასწავლებლების ქცევას სკოლების მიღმაც გააკონტროლებს.

ქალბატონი სანიკიძის ბრძანებით, მასწავლებელი ვალდებულია სკოლის გარეთაც ისე მოიქცეს, როგორც სკოლაში იქცევა. ამ წესის დარღვევა შესაძლოა მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

მასწავლებელთა ნაწილი ამ აქტს მათზე არასათანადო ზეწოლის ინსტრუმენტად მიიჩნევს და თვლის, რომ გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა მათი პოლიტიკური შეხედულება გახდეს, რომლის გამოხატვაც თუ აქამდე მხოლოდ სკოლის ფარგლებში იყო აკრძალული, ახლა სკოლის მიღმაც აეკრძალებათ.

განათლების სამინისტრო კი თვლის, რომ საკითხის ასე დაყენება არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია.

სტუმრები: სიმონ ჯანაშია, დათო ლაგვილავა, მარიამ რამინაშვილი, ანა აბაშიძე, მაია ეკალაძე, დავით ფერაძე.

კომენტარები