მამა ილია კარტოზიას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. როგორც იტალიაში საქართველოს ელჩმა იმედის ეთერში განაცხადა, მამა ილიას ცხედარს საღამოს 6 საათისთვის გადმოასვენებენ და სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ნათლისღების შემდეგ მამა ილიას მცხეთაში დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში დარკძალავენ.
მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში ბორან Norman Atlantic-ზე ხანძრის გაჩენის შემდეგ გარდაიცვალა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მამა ილია კარტოზია
მამა ილია კარტოზიას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ

newposts.ge




