ტერორისტის დაკავება

FBI-მ კაპიტოლიუმზე თავდასხმის დაგეგმვისთვის 20 წლის ახალგაზრდა დააკავა

BUTLERCOUNTY JAIL

ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 20 წლის კრისტოფერ ლი კორნელი დააკავა, რომელიც კაპიტოლიუმზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავდა. გამოძიების ცნობით, კორნელი, რომელიც ისლამური სახელმწიფოსა და ჯიჰადის იდეის მხარდამჭერია, კონგრესის შენობასთან ბომბების აფეთქებასა და კონგრესმენებისთვის ცეცხლის გახსნას აპირებდა.

FBI-მ კორნელი იმ დროს დააკავა, როდესაც მაღაზიაში იარაღს ყიდულობდა. ტერორისტის გამოვლენაში გამოძიებას ინფორმატორი დაეხმარა, რომელმაც კორნელი გაიცნო და მისი გეგმების შესახებ დეტალურად შეიტყო.

კომენტარები