პრეზიდენტის ანგარიში

პრემიერი: არ ვთვლი საჭიროდ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა დაესწროს

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არის საჭირო, რომ მთავრობის წევრები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დაესწრონ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალი კონსტიტუციით მთავრობის წევრების დასწრება სავალდებულო არ არის, რადგან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას სიმბოლური ხასიათი აქვს.

 “მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ ასეთ გამოსვლებს, ჩვეულებრივია ეს გამოსვლები, და არ ვთვლი, რომ უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი და პრემიერმინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ მონაწილეობა-არმონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. ამას წმინდა სიმბოლური დატვირთვა აქვს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის წევრები პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არც გასულ წელს დასწრებიან. რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მის გამოსვლას მინისტრთა კაბინეტი ამჯერად მაინც დაესწრება.

კომენტარები