FIFA-ს ოქროს ბურთი 2014

2014 წლის ოქროს ბურთის მფლობელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა

დღეს, 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ფიფას გალა-დაჯილდოებაზე 2014 წლის ოქროს ბურთის მფლობელი დასახელდა.

ჯილდო შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა. ეს ფეხბურთელის უკვე მესამე ოქროს ბურთია.

ოქროს ბურთის ნომინანტი სამი იყო - მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი, მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი, კრიშტიანუ რონალდუ და ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი, ლიონელ მესი.

ფიფას საპრეზიდენტო ჯილდო ყოფილ ფეხბურთელსა და ჟურნალისტს, იაპონელ ჰიროში კაგავას გადაეცა.

საუკეთესო მწვრთნელი, გერმანელი იოახიმ ლიოვი გახდა, ოქროს ბურთის მფლობელი ქალი ფეხბურთელი კი ნადინ კესლერი.

ფერენც პუშკაშის პრიზი საუკეთესო გოლისთვის ხამეს როდრიგესს გადაეცა გოლისთვის, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ურუგვაის ნაკრების კარში გაიტანა.

ფიფას ფეარ პლეის ჯილდო, 2014 წელს, ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მომუშავე ვოლონტიერებს გადაეცათ.

რაც შეეხება საკეთესო თერთმეტეულს, ის ასე გამოიყურება:

მეკარე: მანუელ ნოიერი

მცველები: ფილიპ ლამი, დავიდ ლუიზი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი

ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა, ტონი კროოსი, ანხელ დი მარია

თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, არიენ რობენი

კომენტარები