ტერაქტი პარიზში

ოლანდი: პარიზის ტერაქტში მონაწილეებს ისლამთან საერთო არაფერი აქვთ

Reuters

საფრანგეთში ორი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ, პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის სპეციალურ სამსახურებს გაწეული საქმიანობის გამო და აღნიშნა, რომ ფრანგები თავისუფალი ხალხია, რომლებსაც ვერაფერი გატეხს. მისივე განმარტებით, იმას, რაც საფრანგეთში ბოლო 2 დღის განმავლობაში მოხდა, ისლამთან საერთო არაფერი აქვს.

პრეზიდენტმა ქოშერულ მაღაზიაში განვითარებულ მოვლენებს "საშინელი ანტისემიტური აქტი" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებულმა პირმა დღეს ქოშერულ მაღაზიაში რამდენიმე მძევალი აიყვანა. აჰმად კუბალის ლიკვიდირება ფრანგმა სამართლამდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების შემდეგ შეძლეს. კუბალისთან ერთად იმყოფებოდა მისი მეგობარი ქალიც, რომელიც ამ დროისთვის პოლიციის მიერ იძებნება. დაიღუპა სულ მცირე 4 მძევალი.

პარელალურად სპეცოპერაცია მოეწყო ქალაქ დამატენ ან გუიელში, სადაც სამართალდამცავებმა საწყობში გამაგრებული ტერორისტი ძმები მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კუაშებს მძევლად ერთი ქალი ჰყავდათ აყვანილი, რომელიც ამ დროისთვის გათავისუფლებულია. ძმებმა კუაშებმა სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე ტერაქტი განახორციელეს, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები