ინციდენტი მელბურნის აეროპორტში

მელბურნის აეროპორტში თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ ზარი შევიდა

9news.static9.net.au/

ავსტრალიაში, მელბურნის აეროპორტში, ერთ-ერთ თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ ზარი შევიდა. აეროპორტის წარმომადგენლის ცნობით, უცნობმა პირებმა აეროპორტში დარეკეს და განაცხადეს, რომ Tigerair-ის ერთ-ერთ თვითმფრინავში ბომბია.  

მელბურნის აეროპორტის წარმომადგენლის განცხადებით, ევაკუცია დაწყებულია, თუმცა Tigerair-ის ერთ-ერთ თვითმფრინავზე (ფრენა ნომერ 539-ზე) მგზავრები ადგილზე რჩებიან. ზარის მიხედვით, ბომბი შესაძლოა Tigerair-ის ერთ-ერთ თვითმფრინავშია.

„ზოგიერთი თვითმფრინავიდან ხალხი გამოიყვანეს, თუმცა ჩვენ ისევ ადგილზე ვიმყოფებით და კიდევ დიდხანს ვიქნებით ასე“, - დაწერა tweeter-ზე ერთ-ერთმა მგზავრმა სკოტ მარქუარტმა.

კომენტარები