პატრიარქის საკვირაო ქადაგება

ილია მეორე: მამა ილია კარტოზიამ სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირა

პატრიარქმა ილია მეორემ, მამა ილია კარტოზიას დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

ილია მეორეს თქმით მამა ილია კარტოზიამ საკუთარი სიცოცხლე ბავშვიანი ქალის გადასარჩენად გაწირა.

"გარდაიცვალა ჩვენი მოძღვარი, არქიმანდრიტი ილია. გემს მოეკიდა ცეცხლი. მას შეეძლო გადარჩენილიყო, თუმცა თავისი ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო. თვითონ ჩავარდა ზღვაში და ზღვაში დაიღუპა. ღმერთმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს მისი სული", - განაცხადა პატრიარქმა.  

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას იტალიურ ბორან Norman Atlantic-ზე ცეცხლი გაჩნდა, რასაც მსხვერპლი მოყვა.  გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

კომენტარები