ზვავი ბახმაროში

ბახმაროში ზვავში მოყოლილ ახალგაზრდას სამაშველო სამსახური ეძებს

centreavalanche.qc.ca

ბახმაროში ლაშქრობისას ზვავში ერთი ახალგაზრდა მოყვა, სამმა კი მიტოვებულ სახლს შეაფარა თავი. ბახმაროში სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს, ზვავსაშიში ადგილიდან სამი ახალგაზრდის გადმოყვანა კი, დღეს მოხდება, - ამის შესახებ  საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა.

"სამი ახალგაზრის ევაკუაციამდე, მათ უნდა მიგვითითონ ადგილი, სადაც ზვავი ჩამოწვა. ახალგაზრდების ინფორმაციით, ზვავში მოყვა 2 პირი, თუმცა ერთის გამოყვანა მათ თავად მოახერხეს. მეორე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება", - განაცხადა ქაწაშვილმა.

ქაწაშვილის განცხადებით, სამმა ახალგაზრდამ, ზვავის ჩამოწოლის შემდეგ, სოფელ ზოტიყელში მდებარე მიტოვებულ სახლში შეაფარა თავი. სახლი ზვავსაშიშ ზონაში იმყოფება და მათი გამოყვანა დღესვე იგეგმება.

კომენტარები