რუსეთის ეკონომიკური კრიზისი

ნოემბრის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკის 0,5%-იანი ვარდნა დაფიქსირდა

რუსეთში, პირველად 2009 წლის შემდეგ, ეკონომიკის ვარდნა დაფიქსირდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ნახევარი პროცენტით შემცირდა. თუმცა, 11 თვის ჯამური მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, ეკონომიკის 0,6%-ით ზრდა დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფინანსთან მინისტრმა ანტონ სოლუანოვმა განაცხადა, რომ თუ ნავთობის ფასი ბარელში 60 დოლარის დონეზე დარჩება, მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით შემცირდება. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ქვეყანა კრედიტუნარიანობას შეინარჩუნებს.

კომენტარები