ჭიდაობის ფედერაცია

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია გახდა

wikipedia.org

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ვეტერანმა მოჭიდავემ მანუჩარ კვირკველიამ გაიმარჯვა, მისი მეტოქე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვალერი გელაშვილი იყო.

კვირკველიამ 59 დელეგატის ხმა დააგროვა, გელაშვილმა კი  43 ხმა მიიღო. 3 ხმა ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო. კენჭისყრისა და ხმების დათვლის შემდეგ არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.

მანუჩარ კვირკველიას თქმით, ის საკუთარ ენერგიას და დროს ჭიდაობის განვითარებას მაქსიმალურად მოახმარს.

ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობა და კენჭისყრა 13:00 საათიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, არჩევნებმა მთლიანობაში ექსცესების გარეშე ჩაიარა.თავდაპირველად 4 კანდიდატურა იყო დაყენებული, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები