ჩხუბი პარლამენტში

ხაჩიძე: პატრონი აღარ ჰყავს პარლამენტს

პარლამენტში არის ბრბო ჩვეულებრივი. აგრესიული ბრბო, ბევრი მათგანი არის ნასვამი. პატრონი აღარ ჰყავს პარლამენტს. ჩვეულებრივი მოძალადე, აგრესიული ბრბოა საპარლამენტო სესიაზე

პარლამენტში ჩხუბის მიმდინარეობისას კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ. პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას ჩხუბი მოჰყვა. თავდაპირველად სხდომათა დარბაზიდან მას შეაგინეს, რასაც ბობოხიძემ საპასუხო გინებით უპასუხა. ამას შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სოსო ჯაჭვლიანს, დავით ლორთქიფანიძესა და აკაკი ბობოხიძეს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო.

კომენტარები