ქართველები სირიაში

სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ისლამისტი მებრძოლი დაიღუპა

ისრაფილ ცათიაშვილის ძმა, ზელიმხან ცათირაშვილი
facebook.com/abdulrahman.gonashvili

გავრცელებული ინფორმაციით სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ისლამისტი მებრძოლი, 18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას ვერ ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა სოციალურ ქსელში დაღუპულის სურათები ვრცელდება.

ცათირაშვილი პანკისის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა. ის რამდენიმე კვირის წინ კობანში სროლისას დაიღუპული 21 წლის ზელიმხან ცათირაშვილის ძმა იყო.

ცათიაშვილი მერვეა მათ შორის, ვინც პანკისიდან სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება ISIS-თან ერთად საბრძოლველად წავიდა და დაიღუპა.

კომენტარები