სირიაში პანკისიდან წასული ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად დაიღუპა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
პანკისის სათემო რადიო WAY-ს ცნობით, ოჯახს გარდაცვალების შესახებ დღეს, 28 აგვისტოს შეატყობინეს. რადიო გარდაცვლილთა ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად დაბომბვაში მოყვა.
სირიაში უკვე 26 პანკისელი დაიღუპა.