საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა. მან ნაკრებთან კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გააფორმა. ახალი მწვრთნელი მუშაობას 2015 წლის 1-ლი იანვრიდან შეუდგება.
კახა ცხადაძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართაველოს ნაკრების გულშემატკივარი გაახაროს.
"მინდა დასრულდეს ის დამოკიდებულება, რომ ნაკრები უპერსპექტივოა და წარმატებას ვერ მიაღწევს", - აღნიშნა ცხადაძემ.
ამჟამად ცხადაძე ბაქოს ინტერის მწვრთნელია. ის ორივე გუნდში ერთდროულად გააგრძელებს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძემ თემურ ქეცბაია შეცვალა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 2010 წელს დაინიშნა.