დაპირისპირება პარლამენტში

რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ლევან ბეჟაშვილისა და დავით ლორთქიფანიძის ჩხუბის მიზეზი გოგა ხაჩიძის გამოსვლა გახდა, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზესტაფონში საცურაო აუზის გახსნას ითხოვდა. ლორთქიფანიძის განმარტებით, ბეჟაშვილი ცრუობდა, რისი პატიებაც მას არ შეეძლო. ბეჟაშვილის თქმით კი ლორთქიფანიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჯერ მარიამ საჯაიას, შემდეგ კი თავად მას.

დაპირისპირება მოხდა ბიუროს სხდომაზეც. ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტის თბილისში მუშაობა კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა. გიორგი ბარამიძის გამოსვლა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

კომენტარები