საგარეო ვაჭრობა

ავტომობილების ექპორტი წინა წელთან შედარებით $146 მილიონით არის შემცირებული

autobazroba.com

საქსტატის მონაცემებით გასული თვეების მანძილზე ექსპორტში არსებული კლება ავტომობილების ექსპორტის $146 მილიონით შემცირებას უკავშირდება, რაც აზერბაიჯანში ავტოიმპორტზე დაწესებულ რეგულაციებს უკავშირდება. წელს ავტოექსპორტისგან მიღებული შემოსავლები $492 მილიონს შეადგენს. 

2014 წელს გასულ წელთან შედარებით 23%-ით ანუ $146 მილიონით არის შემცირებული. 

აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტის შემცირება 2006 წლამდე წარმოებული ავტომობილებისთვის რეგულაციების დაწესებით აიხსნება, რის გამოც ქართველი ავტოდილერები ამ თარიღამდე წარმოებული ავტომობილების რეალიზაციას აზერბაიჯანში ვეღარ ახდენენ. 

აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში ახალი რეგულაციების დაწესება გავლენას ქართულ ბაზარზეც ახდენს.

გასულ წელთან შედარებით წლის პირველ თერთქმეტ თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი 27%-ით არის გაზრდილი და $260 მილიონს შეადგენს, ასევე 63%-ით არის გაზრდილი სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი, რაც $229 მილიონს შეადგენს. თხილისა და კაკლის ექსპორტი კი 6%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან ექსპორტირებული სპილენძის მადანი ძირითადად ჩინურ ბაზარზე ხვდება. 

საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო საქონელი ასე გამოიყურება:

1) ავტომობიელბის ექსპორტი, ექსპორტის 18%

2) ფეროშენადნობების ექსპორტი, ექსპორტის 9,9%

3) სპილენძის მადანი, ექსპორტის 8,7%

4) ღვინოები, ექსპორტის 6,3%

5) თხილი და კაკალი, ექსპორტის 6,1%

6) მინერალური წყლები, ექსპორტის 5%

7) აზოტოვანი სასუქები, ექპორტის 4,6%

8) სპირიტები და კონიაკი, ექსპორტის 3,2%

9) სამკურნალო საშუალებები, ექსპორტის 3,1%

10) არმატურა, ექსპორტის 2,3%

ქვეყნების მიხედვით კი საქარტველოსთვის ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზრებია: აზერბაიჯანის 19%, სომხეთის 10%, რუსეთის 9,7% და თურქეთის 8,3% ბაზრები. გასულ წელთან შედარებით რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა გაზდრილია, ასევე გაზდრილია ბრუნვა თურქეთთან, აშშ-სთან და ჩინეთთან.

2014 წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, ექსპორტი $2,6 მილიარდს შეადგენს, ხოლო იმპორტის მოცულობა $7,7 მილიარდია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. საქსტატის მონაცემებით, საქართევლოს უარყოფითი სავაჭრო სალდო მინუს $5,1 მილიარდია. საქართველო ყიდულობს უფრო მეტი ღირებულების საქონელს, ვიდრე ყიდის, რაც ქვეყანაში არსებულ უცხოური ვალუტის მოცულობაზე უარყოფითად აისახება.

 

კომენტარები