პროკურატურის რეფორმა

ხმალაძე: მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურაზე იყოს ქმედითი საპარლამენტო კონტროლი

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ პროკურატურაზე ქმედითი საპარლამენტო კონტროლი უნდა იყოს.

"ვერავინ უნდა ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში, მაგრამ ამასთან ერთად, პროკურატურა არ და ვერ უნდა მოქმედებდეს გარედან კონტროლის გარეშე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს ქმედითი საპარლამენტო კონტროლი. პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობა, კანონიერება უნდა მოწმდებოდეს. ვთქვათ, თუ გამოვლინდა არაეფექტურობა, მაშინ უნდა გაანალიზდეს არაეფექტურობის მიზეზები და სათანადო ცვლილებები უნდა განხორციელდეს",-თქვა ხმალაძემ.

პროკურატურის რეფორმირების შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე ჰქონდა პირველადი განხილვები მთავრობასთან, მათ შორის თეა წულუკიანთან და ასევე, პროკურატურასთან.

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც ამ რეფორმაზე იმუშავებს.

კომენტარები