ევროკავშირის მონიტორინგის მისია

EUMM-ის მანდატი საქართველოში ორი წლით გახანგრძლივდა

ევროპულმა საბჭომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისია ორი წლით, 2016 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. მისიის ხელმძღვანელი 2013 წლის სექტემბრიდან ტოივო კლაარი იყო, რომელსაც მანდატი ეწურება და მას მალე ახალი ხელმძღვანელი ჩაანაცვლებს.

განახლებული მანდატის პირველ წელს მონიტორინგის მისიის ბიუჯეტი 18.3 მილიონ ევროს შეადგენს.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ეს არის შეუიარაღებელი სამშვიდობო მისია, რომელიც მიზნად ოკუპირებულ რეგიონებში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის ხელშეწყობას ისახავს. მარიონეტული რეჟიმების გამო სადამკვირვებლო მისია დღემდე ვერ ახერხებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელებას.

კომენტარები