ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის შედეგები ცნობილია

უეფას ჩემპიონთა ლიგა
skysports.com

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისყრის შედეგები ცნობილია.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მადრიდის რეალი შალკეს დაუპირისპირდება. ფინალისტი მადრიდის ატლეტიკოს მეტოქე ასევე გერმანული კლუბი ლევერკუზენის ბაიერი იქნება. ყველაზე საინტერესო წყვილები ჩელსი - პსჟ და მანჩესტერ სიტი - ბარსელონა იქნება. დორტმუნდის ბორუსიას მეტოქე ტურინის იუვენტუსია. ბაიერნი კი დონეცკის შახტარს დაუპირისპირდება. ლონდონის არსენალი და პორტო ერთმანეთში გაარკვევენ მეოთხედფინალის საგზურის მფლობელს. შედარებით სუსტი წყვილი კი პორტო - ბაზელი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩები 17,18,24,25 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები