მარიხუანას ლეგალიზაცია

აშშ-მა ინდიელებს რეზერვაციების ტერიტორიაზე მარიხუანას ლეგალიზაციის ნება დართო

usnews.com

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ინდიელთა ტომებს საკუთარი რეზერვაციების ტერიტორიაზე მარიხუანას ლეგალიზაციის უფლება მისცა.

მარიხუანას გაზრდის, რეკრეაციული ან სამედიცინო მიზნით მოხმარებისა და გაყიდვის ლეგალიზება ინდიელთა მიწებზე შესაძლებელი იქნება იმის მიუხედავად, ლეგალურია თუ არა მარიხუანა იმ შტატში, სადაც რეზერვაცია მდებარეობს.

მარიხუანა უკვე აშშ-ის 4 შტატსა და კოლუმბიის ფედერალურ ოლქშია ლეგალიზებული.

აშშ-ში ოფიციალურად 326 რეზერვაცია არსებობს. მათგან უმეტესობა იმ შტატებშია, სადაც მარიხუანა ლეგალიზებული არ არის. 

კომენტარები