ევროკავშირის დახმარება

საქართველო ევროკავშირისგან 46 მილიონ ევროს მიიღებს

ევროკომისია საქართველოს მაკროფინანსური დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვისმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოსთვის 46 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. თანხას საქართველო 2015 წელს ორი თანაბარი ტრანშის სახით მიიღებს, საიდანაც ნახევარი სესხს, ნახევარი კი გრანტს წარმოადგენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ დახმარება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული რეფორმების მხარდაჭერისათვისაა განკუთვნილი, და კერძოდ, ეკონიმიკური მმართველობის, სოციალური ინკლუზიურობისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას ითვალისწინებს.

კომენტარები