პოლიტიკური დევნა საქართველოში

კონგრესმენი: მაშფოთებს საქართველოში რამდენიმე დაკავება და წარდგენილი ბრალი

Susan Walsh

ამერიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერისთვის შემაშფოთებელია საქართველოში რამდენიმე დაკავების ფაქტი და სხვების მიმართ წარდგენილი ბრალდებები. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ღიად უნდა მოეკიდოს განსხვავებულ აზრს. ინტერვიუ კონგრესმენმა ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას მისცა.

"ზოგადად, თავს ვიკავებ ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებისგან, თუმცა, მაშფოთებს რამდენიმე დაკავების ფაქტი და სხვების მიმართ წაყენებული ბრალდებები. მიმდინარე მოვლენებს მომავალშიც დავაკვირდებით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ღიად უნდა მოეკიდოს განსხვავებულ აზრს, ისე როგორც ჩვენ. ეს მხოლოდ გვაძლიერებს. მეორე მხრივ, ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას დასავლეთისკენ სვლა სურს. ჩვენ ამ პროცესსაც დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ ქართველ ხალხს", - თქვა კინზინგერმა.

კომენტარები