ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩნილი ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად ორი მოვაჭრე დაშავდა. მიღებული ინტოქსიკაციით ორივე მათგანი ბათუმის რეფერალუს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით ერთერთი მათგანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საახალწლო ფოიერვერკების მაღაზიას გაუჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი სხვა მაღაზიებზეც გადავიდა. ხანძრის შედეგად 50-მდე მაღაზია დაიწვა.
ხოფის ბაზრობა
ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ზურა ბალანჩივაძე / Zurriuss.ge




