გოცირიძე: შარშან ბიუჯეტის ჩავარდნა ახლანდელ ლარის კურსზე ირიბად ისახება

რატომ დაუტკბა მთავრობა ეროვნულ ბანკს? რატომ გადაატრიალა ფირფიტა და განაცხადა, ერთ ხმაში ვმღერითო? იმიტომ, რომ ქაღალდებში ჩაიხედეს. მთავრობა ანხორციელებს პროგრამას სავალუტო ფონდთან. აიღო სესხი 150 მილიონი დოლარის ოდენობით. პირველი ტრანში უკვე მიიღო, დანარჩენს-მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულია ეროვნული ბანკის რეზერვების მინიმალური ოდენობა ( კონფიდენციალურია) და ბიუჯეტის დეფიციტი. დაარღვევ-შეჩერდება ტრანში. ამას მოჰყვება მომავალი წლის ბიუჯეტში 1,1 მილიარდი ლარის ოდენობის მსოფლიო ბანკის და სხვა კრედიტების შეჩერება. გვიან მიხვდნენ. მათვე აქვთ ხელი მოწერილი. ამიტომ შეწყვიტეს კიჟინი, ინტერვენციებს რატომ არ აკეთებსო. არა და მართლაც არ აწყენდა ლარს ცოტა მეტი დოლარის გაშვება მიმოქცევაში. რეზერვები კრიტიკულ ზღვარზეა. შარშანდელმა ჩავარდნილმა ბიუჯეტმა შეიწირა დეკემბერ- იანვარში 470 მილიონი დოლარი. ეს რომ გვქონოდა, ლარი ვერც კი შეტორტმანდებოდა. ასე იცის არაკომპეტენტურმა და პოპულისტურმა საბიუჯეტო პოლიტიკამ. ლარის დღევანდელი დაცემა შარშანდელი დაცემის ირიბი შედეგია

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ექსპერტმა რომან გოცირიძემ განაცხადა

კომენტარები