NATO-საქართველოს ურთიერთობა

ბროკი: არ არის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დრო

ელმარ ბროკი
www.abcnews.al

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელმარ ბროკის თქმით, ახლა არ არის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე საუბრის დრო. მისი თქმით, გადაწყვეტილება NATO-ს გაფართოებაზე არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, არამედ ამისთვის საჭიროა NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. ბროკი ხაზს უსვამს, რომ ყოველმა გაფართოებამ ალიანსის თანმიმდევრულობა და თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს.

"ახლა არ არის დრო, ვისაუბროთ ჩვენი აღმოსავლეთის მეზობლების - საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე. NATO სრულად უნდა კონცენტრირდეს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე, NATO-ს ტერიტორიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ყველა წევრი ქვეყნის სანდო დაცვის მიზნით.

სწორია, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერა, ასევე უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმის - უკრაინაში, მოლდოვისა და საქართველოში, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე ინტეგრირდნენ. დებატები ამ ქვეყნების NATO-ს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილება NATO-ს გაფართოებაზე არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, არამედ ამისთვის საჭიროა NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა. ყოველმა გაფართოებამ ალიანსის თანმიმდევრულობა და თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გააძლიეროს", - თქვა ბროკმა.

კომენტარები