ე.წ. კაბელების საქმე

პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმის მასალები აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა. ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ პარლამენტში განაცხადა.

"მთავარი პროკურატურიდან აუდიტის სამსახურში გადმოგვიგზავნეს ე.წ. კაბელების საქმე, რომელსაც გრიფი მოეხსნა. ვინაიდან, ჩვენ თავდაცვის სამინისტროში, 2013 წლის შესყიდვების პროცედურებს ვსწავლობთ, ამ საკითხსაც შევისწავლით. წინა სხდომაზე, წარვადგინეთ დაახლოებით 12 ანგარიში, რომელიც, ჩვენი აზრით, შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაზეც ნდობის ჯგუფმა მოგვთხოვა, რომ ეს მასალები მათთან გადაგვეგზავნა. წინა შეხვედრაზე საუბარი იყო რამდენიმე მათგანზე, თუმცა პარლამენტის წევრებს დარჩათ კითხვები და გვითხრეს, რომ დღეს მოვსულიყავით", - თქვა თორდიამ.

თორდია პარლამენტის ნდობის ჯგუფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაცვის პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსურ საქმიანობაზე მისი უწყების მიერ მომზადებულ დასკვნას გააცნობს.

კომენტარები