ენმ-ის რეზოლუცია

კანდელაკი: უმრავლესობა წინააღმდეგია, ქვეყანამ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს, არის თუ არა სხდომის მოწვევის გაჭიანურება და არმოწვევა, მთავრობისა და პრემიერმინისტრის დავალება. ამ შემთხვევაში, ეს იქნება მთავრობის თვითლუსტრაცია, რომელიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწევა. ამის დასტური იყო, გასულ კვირას, უმრავლესობის მიერ პარლამენტში რეზოლუციის ჩაგდება. იმ რეზოლუციისა, რომელიც აყალიბებდა კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს, რაც უნდა გადაედგა მთავრობას, რათა წინ აღდგომოდა ანექსიის მიმდინარე პროცესს. მაგალითად, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში შევიდა მოწოდება, რომ მთავრობას გაეწია შესაბამისი სამუშაო, რათა NATO-ს მოკავშირეებთან თანამშრომლობის გზით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მიეღოთ თანამედროვე თავდაცვითი იარაღი. უმრავლესობა ამის წინააღმდეგაც წავიდა. ანუ უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ საქართველომ მიიღოს თანამედროვე თავდაცვითი  შეიარაღება.

განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები