აფხაზეთის ანექსია

ნორლანდი: აშშ არ აღიარებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს შეხვდა. მისი განცხადებით, აშშ არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას. მისივე თქმით, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი ერთგულებაზე.

"ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ფაქტი, რომ შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოწერილი შეთანხმების ლეგალურობას. ვისაუბრეთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი ერთგულებაზე, რაც მოიცავს NATO-სკენ სვლას და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში წინსვლას. ჩვენ მზად ვართ, როგორც შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება არა მარტო საქართველოზე, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე", - განაცხადა ნორლანდმა.

კომენტარები