აფხაზეთის რკინიგზა

პეტრიაშვილი მთავრობას: ჩამოაყალიბეთ ღია პოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებით

აფხაზეთი-საქართველოს გავლით რუსეთ-სომხეთის რკინიგზის აღდგენაზე ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე მკაფიო პასუხს ვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან. რას გულისხმობს ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას? ორაზროვნების დრო ნამდვილად არ არის. რაც მალე ჩამოაყალიბებთ ღიად პოზიციას რკინიგზასთან დაკავშირებით, მით უკეთესი საქმისთვის! რას გულისხმობს ბატონი ზურაბ აბაშიძე, როდესაც ამბობს, რომ უნდა ვუპასუხოთ ისტერიის გარეშე, მაგრამ პრინციპულად? გთხოვთ, დააკონკრეტეთ პოზიცია ბატონო ზურაბ, რკინიგზასთან დაკავშირებით! და რაც მთავარია, მივმართავ საქართველოს პრემიერმინისტრს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია რკინიგზასთან დაკავშირებით! ცხადად და მკაფიოდ! ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც პრინციპულად წინააღმდეგი ვიყავით და ახლაც!

წერს თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი Facebook-ში. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ "შესაძლებელია, სხვა პარტნიორებთან ერთად მოვიფიქროთ და, საერთო თანხმობის შემთხვევაში, განვახორციელოთ ისეთი პროექტი, როგორიცაა სატრანზიტო სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და თბილისს შორის".

კომენტარები