ნდობის ჯგუფი

გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა დატოვა. მისი განცხადებით, შეხვედრას აზრი არ აქვს. გივი თარგამაძის თქმით, პარლამენტმა მასალები სხვადასხვა უწყებიდან უნდა მიიღოს და საკუთარი დასკვნების შესაბამისად გააანალიზოს. 

"როდესაც აუდიტის სამსახურმა უკვე იმუშავა და პროკურატურას თავისი დასკვნები გადასცა, რა აზრი აქვს შეხვედრას", - თქვა თარგამაძემ.

პარლამენტის ნდობის ჯგუფის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს. გარდა ამისა, განხილვის თემაა თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. 

კომენტარები