სანქციები რუსეთის წინააღმდეგ

კომერსანტი: ევროკავშირი სანქციებს ვითარების გამწვავების შემთხვევაში შემოიღებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ სეპარატისტები უკრაინაში ახალ შეტევას განახორციელებენ. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით რუსული გამოცემა კომერსანტი იუწყება.

გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თვის ბოლომდე ახალი პერონალური სანქციები სეპარატისტი ლიდერების წინააღმდეგ დაწესდება. ევროკავშირმა მხარეებს მოუწოდა, მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ და მინსკის შეთანხმება დაიცვან. 

კომენტარები