აქციაზე "არა ანექსიას" - კახა ბენდუქიძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

tabula.ge

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და რეფორმატორს, კახა ბენდუქიძეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შეკრებილ საზოგადოებას ამის შესახებ თხოვნით, ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, გიგა ბოკერიამ მიმართა.

"ორი დღის წინ, საქართველომ და არა მარტო საქართველომ, დაკარგა კახა ბენდუქიძე. ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველო ყოფილიყო უფრო თავისუფალი. რომ საქართველოში ყოფილიყო მეტი თავისუფლება, ის იყო თავისუფლების ყველაზე თანმიმდევრული ქომაგი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება კახა და მისი ღვაწლი და ყოველთვის ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის" - განაცხადა ბოკერიამ.

თბილისის პარლამენტის წინ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია "არა ანექსიას" მიმდინარეობს. აქციაზე დახლოებით რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იმყოფება. ისინი რუსულ ოკუპაციას და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

კომენტარები