ჯორჯ სოროსი

ირაკლი ღარიბაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფონდ ღია საზოგადოების დამფუძნებელს ჯორჯ სოროსს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯორჯ სოროსმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრთან ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა.

"ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ პროდუქტიულად ჩაიარა გუშინ სტუდენტებთან საუბარმაც" - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახური.

ჯორჯ სოროსი საქართველოს ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.

კომენტარები