სახალხო დარბაზის წევრებს საპატრულო პოლიცია ვარდების მოედანზე არ უშვებს

ტაბულა

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე სახალხო დარბაზის რამდენიმე ათეული წევრია შეკრებილი. ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი აქციის კონტრაქციას გეგმავენ. სახალხო დარბაზის წარმომადგენლის თინათინ დოგრაშვილის შეფასებით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დღევანდელი აქციის ჩატარების უფლება არ აქვს. 

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, კონტრაქციის მონაწილეები ვარდების მოედანზე მისვლას ცდილობენ, თუმცა, საპატრულო პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ. სახალხო დარბაზის ჩოხებსა და ფაფახში გამოწყობილმა წევრებმა "ჰერიო ბიჭებო" ჩართეს.

სამართალდამცველებს ქუჩა აქვთ გადაკეტილი. ვარდების მოედანზე კი, 15 ნოემბრის აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან. ისინი აფხაზეთის ანექსიას და აღნიშნულ საკითხზე მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

კომენტარები