კახა ბენდუქიძე

ედვარდ ლუკასი: კახა ბენდუქიძე დიადი პატრიოტი იყო

ედვარდ ლუკასი

კახა ბენდუქიძე დიადი პატრიოტი იყო - ამის შესახებ Economist-ის ჟურნალისტმა ედვარდ ლუკასმა განაცხადა.

ლუკასმა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მასთან ურთიერთობა გაიხსენა.

„კახა ბენდუქიძე დიადი ადამიანი, კარგი წყარო, დიადი პატრიოტი და ძალიან მხიარული ადამიანი იყო. არასოდეს დამავიწყდება, როდესაც უმაღლესი დონის სუში რესტორანში წავიყვანე და მან Economist-ის გართობისთვის გამოყოფილი ერთი თვის ბიუჯეტი, ჩემ თვალწინ შეჭამა“, - განაცხადა ლუკასმა.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.

კომენტარები