კახა ბენდუქიძე

ვაშაკიძე: სირცხვილია, რომ კახა ბენდუქიძე სიკვდილამდე სამშობლოდან გააქციეს

სამუდამო სირცხვილად დარჩება ჩვენს ქვეყანას ის, რომ კახა ბენდუქიძე სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სამშობლოდან გააქციეს, ის, რომ ასე დევნიდენ და თანაც იმ საქმისთვის, რომელიც, ალბათ, მთელი მისი მოღვაწეობიდან ყველაზე უფრო სასარგებლო იქნება საქართველოს მომავლისთვის. ასეთი უმადური დევნით მოუსწრაფეს სიცოცხლე ივანე ჯავახიშვილს, მერაბ მამარდაშვილს და მრავალ სხვას. ძალიან ვწუხვარ... ის სწორედ მაშინ წავიდა, როცა მისი განსაკუთრებული ნიჭი და ინტელექტი ასე სჭირდებოდა მის ქვეყანას. თავს მხოლოდ იმით ვინუგეშებ, რომ შარშან და წელს რამოდენიმეჯერ მომეცა საშუალება, მისთვის პირადად თანადგომა, სითბო და პატივისცემა გამომეხატა.

ასე გამოეხმაურა ნიკოლოზ ვაშაკიძე კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას.

კომენტარები