კახა ბენდუქიძე

კვაჭანტირაძე: ბენდუქიძეს ღმერთის არ სწამდაო, მაგრამ მაინც შეუნდოს უფალმა

კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა ლონდონში. ეს ლონდონი რა გახდა ბოლოსდაბოლოს... მიუხედავად იმისა, რომ ლიბერტანიანელებს უკიდურესად ვერ ვეგუები, ბენდუს სიკვდილი მეწყინა. უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო და შეეძლო ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა საქართველოსთვის, მაგრამ.... თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ვაღიაროთ - თავისუფალი უნივერსიტეტი ნამდვილად დარჩება მის დიდ პოზიტივად, ძალიან კარგ საქმედ, რაც მან გააკეთა ამ ქვეყნისთვის. მისი მოღვაწეობის ნეგატივებზე კი დღეს საუბარი არ ღირს. ღმერთის არ სწამდაო, ამბობენ, მაგრამ მაინც შეუნდოს უფალმა... მიშა პრაქტიკულად აღიარებს, რომ ბენდუსთან ერთად ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას

 

 
 

 

წერს facebook-ის პირად გვერდზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე.

კომენტარები