კახა ბენდუქიძე

ბასი: ბენდუქიძესთან მუდამ ქართველი ხალხის მომავალზე ვსაუბრობდით

tabula.ge

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას საკუთარ Facebook-გვერდზე გამოეხმაურა და მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„მან საქართველო და სიცოცხლე ძალიან ადრე დატოვა. ჩვენ ხშირად ვერ ვთანხმდებოდით, მაგრამ ჩვენი დისკუსია და დებატები მუდამ ფაქტებით იყო გამყარებული. ჩვენი საუბრები მუდამ ფუნდამენტური საკითხის გარშემო იყო - თუ როგორ უნდა დაეხმაროს ყველა, ვისაც საქართველო და მისი ხალხის ბედი ანაღვლებს, მოქალაქეებს, რათა მათ საკუთარი მომავლის არჩევის თავისუფლება ჰქონდეთ. მშვიდობით განისვენე“, - წერს ბასი.

ცნობილი რეფორმატორი, ცოდნის ფონდის დამფუძნებელი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა. მან გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაცვალების სავარაუდო მიზეზიც სწორედ გულის უკმარისობა გახდა.

კომენტარები