კახა ბენდუქიძე

ნორლანდი: ბენდუქიძის სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიოტი დაკარგა

აშშ-ის საელჩო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო.

"დაგვამწუხრა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ. მისი სახით საქართველომ დიდი მოაზროვნე და პატრიოტი დაკარგა. მთავრობაში მოღვაწეობითა და „ცოდნის ფონდის", თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დაარსებით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს მომავალში საშვილიშვილო ინვესტიცია ჩადო. მსოფლიო დონის განათლებამ, რომელიც ხელმისაწვდომია მის უნივერსიტეტებში და მისმა პირადმა ღვაწლმა გააფართოვა ათასობით ქართველი სტუდენტის აკადემიური და პროფესიული ჰორიზონტი და უკვდავყო კახა ბენდუქიძის მსოფლმხედველობა მომავალ თაობებში. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და ყოფილ სტუდენტებს ამ მძიმე წუთებში", - განაცხადა ნორლანდმა.

კომენტარები