ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია "არა ოკუპაციას!" გაიმართა

ტაბულა

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია "არა ოკუპაციას!" გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოქალაქეებს 15 ნოემბერს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, პარლამენტმა რუსეთის მხრიდან ანექსიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით - "პუტინი მტერია, სიჩუმე დანაშაულია", "Stop Russia, Stop Occupation!", "საქართველო არ დანებდება" და სხვა.

კომენტარები