თეორემა

ეთნიკური დაპირისპირების საფრთხე ახმეტაში

სანამ ბრძენი კაცის ანალიზში შევდიოდით, ახმეტაში დაძაბულობის ახალი კერა გაჩნდა - ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი, ეთნიკურ დაპირისპირებაშ გადაიზარდა. 9 ნოემბერს ღამით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყვანა მოუხდა ეთნიკურ ქისტებსა და ეთნიკურ ქართველებს შორის დაძაბულობის ჩასაცხრობად. დაჭრილი და ნაცემია რამდენიმე ადამიანი. ეთნიკური ქართველი ახმეტელები ქართულ ოცნებას დამნაშავის მფარველობაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ეთნიკური ქისტები ამტკიცებენ, რომ ქართველები რამდენჯერაც დათვრებიან და ქისტი შეხვდებათ, სცემენ და რეაგირებას არავინ ახდენს. სიტუაცია საგანგაშოა, იმდენად,

რამდენადაც თითქმის ყველა ეთნიკური კონფლიქტი, ყოფით ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებით იწყება.

ახმეტაში განვითარებული მოვლენების შესახებ, კახეთის ყოფილ გუბერნატორს, ნაციონალური მოძრაობის წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილს ვესაუბრებით.

კომენტარები