ელისაბედ მეორე

ოთხი ისლამისტი ტერორისტი ელისაბედ მეორის მოკვლას აპირებდა

ელისაბედ მეორე და მისი მეუღლე, პრინცი ფილიპი

ოთხი ისლამისტი ტერორისტი გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის მოკვლას აპირებდა - ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ პრესაში ვრცელდება.

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ოთხი ეჭვმიტანილი დააკავა. მათი ასაკი 19-იდან 27 წლამდე არის და ისინი დედოფლის მოკვლას პარასკევს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 96-ე იუბილეზე აპირებდნენ.

სამართალმდაცველების განცხადებით ტერორისტები ელისაბედ მეორის მოკვლას დანით აპირებდნენ, თუმცა მათი ინფორმაციით ისლამისტებს ხელი ცეცხლსასროლ იარაღზეც მიუწვდებოდათ.

კომენტარები