პეტრიაშვილი: საფრთხე არა ევროპულ არჩევანს, ევროატლანტიკურ კურსს შეექმნა

ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, ვთქვით, რომ საფრთხე შეექმნა ევროატლანტიკურ კურსს... ეს საფრთხე ჩვენ დავინახეთ, როდესაც თავდაცვის სამინისტროზე მიტანილი შეტევების სისწრაფე გაიზარდა. ჩვენი მხრიდან იყო მოწოდება, პოლიტსაბჭოსადმი მიმართვა, რომ შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ, საით მიჰყავს ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დაგვიფაროს, გნებავთ გიორგი მარგველაშვილი, გნებავთ დავთ უსუფაშვილი, გნებავთ ირაკლი ღარიბაშვილი, ვისთან ერთადაც ორი წლის განმავლობაში ვიბრძოლეთ, რომ მიგვეღო ასოცირების შეთანხმება, NATO-ს უელსის სამიტის გადაწყვეტილებები... ძალიან დიდი იმედი მაქვს,  რომ ახალი თავდაცვის მინისტრი ამას იგივე შემართებით გააგრძელებს და ამას ყურადღებით დავაკვირდებით. 

ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საკუთარი განცხადების შესახებ ევროატლანტიკური კურსისთვის შექმნილ საფრთხესთან დაკავშირებით, იმედის გადაცემა რეაქციის ეთერში.

კომენტარები