აფხაზეთის რკინიგზა

არტურ არაკელიანი: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

livejournal.com

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილემ არტურ არაკელიანმა სომხურ საინფორმაციო სააგენტო Tert.am-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აფხაზეთის რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით დახურული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არაკელიანის თქმით, საკითხი უფრო მეტად პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური და მთავარ ამოცანას საქართველოს და აფხაზეთის მხარეებთან მოლაპარაკება წარმოადგენს.

არაკელიანის ინფორმაციით, სამივე ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ხაზს უსვამენ, რომ ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ის ასევე აღნიშნავს, რომ უკანასკნელ პერიოდში  დამაიმედებელი განცხადებებისთვის უფრო მეტი საფუძველია. რაც შეეხება განახლების ხარჯებს, კონკრეტული გათვლები არ არსებობს, თუმცა თუ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ, დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები არ წამოიჭრება.

კომენტარები