თეორემა

პრემიერის ოქროს გასაღები - გვისმენდნენ, გვისმენენ, მოგვისმენენ

გვისმენდნენ, გვისმენენ და მოგვისმენენ - ეს დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ გუშინდელი მთავრობის სხდომიდან, სადაც სატელეფონო მოსმენებთან წვდომის საკითხი განიხილეს. პრემიერი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის მოთხოვნა, მოქალაქეთა პირად კომუნიკაციაზე წვდომა გადაეცეს მობილურ კომპანიებს და სასამართლოს არის საბოტაჟი და პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

საკუთარ მოსაზრებას პრემიერი იმით ხნის, რომ მობილური კომპანიები უცხოურია და უცხო ქვეყნის მოქალაქეები მართავენ. ხოლო სასამართლოსთან ურთიერთობა გართულებულია და სამართალდამცავებს მოსმენაზე ნებართვის მოპოვება უჭირთ.

საგულისხმოა, რომ პრემიერს ამ საკითხში საკუთარი გუნდის ზოგიერთი წევრი არ ეთანხმება, მათ შორის არიან ირაკლი ალასანიას პარტიის წევრები.

ერთ მხარეს არის სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი ეროვნული და მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე აწარმოოს თვალთვალი და მიყურადება. მეორე მხარეს არის ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. როგორ უზრუნველყოთ ბალანსი ამ კანონიერ ინტერესს შორის, როგორია საერთაშორისო გამოცდილება - ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი გვესაუბრება.

კომენტარები