სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ფრანსუა ოლანდის შუამავლობით შეხვდნენ

Jean-Marc Ayrault

აზერბაიჯანისა და სომხეთს პრეზიდენტები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ. მოლაპარაკება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მინსკის ჯგუფის ფარგლებში გაიმართა. მანამდე სერჟ სარგსიანს და ილჰამ ალიევს ცალ-ცალკე საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი შეხვდა. ამ შეხვედრაზე მხარეები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ მონაცემების გაცვლაზე შეთანხმდნენ. 

ელისეს სასახლის ოფიციალური ცნობის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის საშუამავლო მისია საკუთარ თავზე პირადად აიღო და პრეზიდენტების პირდაპირი დიალოგის განახლებას შეუწყო ხელი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას ალტერნატივა არ აქვს. 

კომენტარები