მოხეს მეჩეთი

მოხეში დაკავებულები სასამართლომ გაათავისუფლა

სოფელი მოხე
9arkhi.files.wordpress.com

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში დაკავებული პირები გაათავისუფლეს. სასამართლომ სამი მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლა, ხოლო თერთმეტს - 250-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. სასამართლო პროცესი დაახლოებით 7 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

გათავისუფლებულები იმ ადამიანებს შეუერთდნენ, რომლებიც პოლიციის განყოფილებასთან ორი დღის განმავლობაში მათ დაკავებას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, აქციებს იმ შემთხვევაში შეწყვეტენ, თუ ნახევრად დანგრეულ მეჩეთში ბიბლიოთეკა არ აშენდება და შენობა მუსლიმებს დაუბრუნდებათ.

კომენტარები